Tuesday, June 21, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე

მეცხრე დღეს განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები.შევქმენი გაზეთის ფასილიტატორი, რაც დაეხმარება მოსწავლეებს გაზეთის შექმნაში.ავტვირთეთ ბლოგზე ჩვენი პროექტის საქაღალდე და გავაკეთეთ პრეზენტაცია.ეს ტრენინგი დამეხმარა სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვაში.გამოვიმუშავე პროექტისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.
მართალია პროექტის შექმნა დიდ ენერგიას მოითხოვს,მაგრამ მისი როლი დიდია თანამედროვე სწავლა-სწავლების საკითხებში.
ტრენინგმა გაამართლა ჩემი მოლოდინები.დიდი მადლობა მოდულის ავტორებს და ტრენერს.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

ხელოვნების სამი დარგი

Monday, June 20, 2016

ტრენინგის მერვე დღე

განვიხილეთ შეფასების რუბრიკები.მოვისმინეთ და გავითვალისწინეთ შეფასებები.შევქმენით ინდივიდუალური ბარათები. გადავხედეთ პროექტს .

Friday, June 17, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს განვიხილეთ პროექტების სწავლების მე-5 მოდული, მოსწავლეთა პროექტების შეფასება,  ჩვენი პროექტისათვის შევიმუშავეთ შეფასების სტრატეგიები, ვიმუშავეთ შეფასების მოკლე მონახაზზე. დავათვალიერეთ სხვადასხვა ნიმუშები მოსწავლეთა პროექტების შეფასების რუბრიკებისა. დავალება გვაქვს მოსწავლის გაზეთის, ჯგუფური მუშაობის , თვითშეფასების და ურთიერთშეფასების და პრეზენტაციის შეფასების  რუბრიკა.

Wednesday, June 15, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

მეექვსე დღეს გავეცანით სწავლების მეოთხე მოდულს,გადმოვიწერეთ მოსწავლის გაზეთის ნიმუშები,შაბლონები და შევქმენით მოსწავლის გაზეთი ჩვენი პროექტისთვის.

პროექტის პრესენტაცია

ხელოვნების სამი დარგი

Tuesday, June 14, 2016

ბუკლეტი

ხელოვნების სამი დარგი

ტრენინგის მეხუთე დღე

მეხუთე დღეს განვიხილეთ პრეზენტაციები,ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის და ბლოგის ზომების შერჩევა.
ინტერნეტიდან მოპოვებული მასალის საავტორო უფლებების დაცვის მიზნით ვისწავლეთ მისამართის მითითება მოპოვებულ  მასალაზე.
 მადლობა ტრენერს.

Monday, June 13, 2016

პროექტის მეოთხე დღე

პროექტის მეოთხე დღეს განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი.ასევე განვიხილეთ სტანდარტებისა და მიზნების რუკაც,განმავითარებელი შეფასებისთვის სქემები,კითხვარები.

Sunday, June 12, 2016

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეს განვიხილეთ ბუკლეტები,მეორე მოდული,მისაღწევი შედეგები,თემის მიზანზე გასვლა.21-ე საუკუნის უნარები,ტექნოლოგიების გამოყენება.როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად.განვიხილეთ ასევე საკვანძო კითხვები.ნაწილობრივ შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმა

Sunday, June 5, 2016

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღეს გავეცანი:

პუბლიკაციის მომზადებას პროექტის სწავლების თემაზე,ბუკლეტის სხვადასხვა შაბლონს,გავაკეთე ჩემს მიერ არჩეული თემის ბუკლეტი,ვიმუშავე ბლოგში სურათებისადა ვიდეოების, ასევე ინფორმაციის განთავსებაზე.




Saturday, June 4, 2016

ტრენინგის პირველი დღე

ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგის პირველ დღეს გავეცანი პროექტის სწავლების ძირითად საკითხებს.განვიხილეთ სახელმძღვანელოზე მუშაობის საკითხები,9 დღიანი მოდულის ანალიზი.შევქმენი საქაღალდე,გავეცანი ჩეკლისტს,გეგმის შაბლონს,21-ე საუკუნის უნარებს.
    საინტერესო იყო ბლოგის შექმნა.